გარანტია, შეცვლა, თანხის უკან დაბრუნება
► საგარანტიო პერიოდი იანგარიშება, ნივთის საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან.
► საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს შპს “ამაჰჰ ე-ლაინ”-ის წარმომადგენელს, რომელიც მას გადაამისამართებს შესაბამის სერვისცენტრში.,
► საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს
საგარანტიო ტალონი, რომელიც შეიცავს პროდუქტის გაყიდვის თარიღს, პროდუქტის ბრენდს,
მოდელს, მაღაზიის ბეჭედსა და ხელმოწერას
► ნივთის შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის
შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში,
პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის
შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა
წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი
მექანიკური დაზიანების გარეშე.
► თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან ორი სამუშაო დღის გასვლის
შემდგომ, ნივთი ექვემდებარება შეკეთებას
► თუ სერვისცენტრი ვერ ახერხებს ნივთის შეკეთებას და მისი სათანადო დეტალებით
უზრუნველყოფას ორმაცდახუთი (45) სამუშაო დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება
შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არსებული ნივთის იმავე მოდელით ჩანაცვლება და
მომხმარებელი არ არის თანახმა მისი სხვა მსგავსი ფუნქციონალისა და ფასის მოდელით
ჩანაცვლებაზე, www.e-amahh.com ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი
თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.
► პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების
აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია
მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
► ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ
მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა
მსგავსი მიზეზების გამო.
► კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება -
ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური
დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი
კომპლექტაცია.
ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:
► გასულია საგარანტიო ვადა
► საგარანტიო საბუთში არ ემთხვევა პროდუქტის ბრენდი, მოდელი, გაყიდვის თარიღი.
საგარანტიო საბუთში არ არის მოცემული კომპანიის ბეჭდი ან მაღაზიის წარმომადგენლის
ხელმოწერა.
► ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ გამოწვეული დაზიანება
► პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად
► ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლოტაციის მიზეზით
► თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული
დანიშნულებით გამოყენებისას
► პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით
► ნივთი შეკეთებულია ან “გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრებთან.
► ნივთი დაზიანდა მესამე პი რის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა
გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები
► აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა)
არ ვრცელდება საგარანტიო პირობები
► მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით
იმისთვის, რომ შეძენილი ტექნიკის მუშაობა ხანგრძლივი და საიმედო იყოს, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ საგარანტიო საბუთი და ექსპლუატაციის ინსტრუქცია.