რა ვიზუალურ ასოციაციებს იწვევს სხვადასხვა ადგილის სახელის თქვენში? 28 წლის ქართველი გრაფიკული დიზაინერისთვის – თეიმურაზ ალექსანდერ გოგილაძისთვის ამ მენტალური ვიზუალების პოსტერების სერიად ქცევა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ნამუშევრების კიდევ ერთ სერიაში მან თბილისის მეტროსადგურები გააერთიანა. მეტროსადგური ახმეტელის თეატრი მის გონებაში „გლდანის შაურმას“, სადგურის მოედანი – მეორე ხაზზე გადასასვლელს, სამედიცინო უნივერსიტეტი – ინდოელ სტუდენტებს დაუკავშირდა.