InSight-მა მარსიდან პირველი სუფთა ფოტო გამოაგზავნა

NASA-ს მისია მარსზე წარმატებით დასრულდა – ხომალდი InSight მზიდან მეოთხე პლანეტაზე წარმატებით დაეშვა და დედამიწისკენ ოფიციალური სიგნალი გამოგზავნა.                                

         

                             










InSight-მა დედამიწაზე მარსის ზედაპირის სუფთა ფოტოც გამოაგზავნა.


მანამდე კი იყო კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ხომალდმა წითელ პლანეტაზე დაშვებისას გადაიღო.


როგორც „ნასას“ წარმომადგენლები აღნიშნეს, ეს იყო “ტერორის 7 წუთი” იყო და ამაში გაზვიადებული არაფერია. მისია, კოსმოსურ სააგენტოს 850 მილიონი დაუჯდა.

შეგახსენებთ, NASA-ს ხომალდი InSight, მარსზე, თბილისის დროით 27 ნოემბერს, 00:00-ზე (ნიუ-იორკის დროით 15 საათი, 26 ნოემბერი) დაეშვა. დაახლოებით, ექვსთვიანი ფრენის შემდეგ, ის მოწყდა ფუძეს და მარსის ატმოსფეროსკენ დაიწყო გადაადგილება. InSight 12 300 მილი საათში სიჩქარით მოძრაობდა და მარსის ატმოსფერო 12 გრადუსით გაარღვია. ობიექტი, დაშვებამდე  6 წუთითა და 45 წამით ადრე, პირველად შეეხო ატმოსფეროს.


  • მზგავსი სტატიები