Huawei 2018 წელს თავისი შემოსავლებით რეკორდები დაამყარა!
Huawei - მ 2018 წელს მოპოვებული შემოსავალი მომხმარებლებს გააცნო. ბოლო პერიოდის ვარსკლავი Huawei 2018 წელს რამხელა შემოსავალი მოიპოვა? მოდით დეტალებს ახლიდან შევხედოთ!
როგორც გახსოვთ Huawei - მ გაგვაგონა , რომ მათ გადააჭარბეს 200 მილიონი სმარტფონის გაყიდვის რაოდენობას.
ჩვენც ქვეყანაშიც დღითი - დღე გაპოპულარებული Huawei , მსოფლიოს მასშტაბითაც დიდი მიღწევების მოპოვებას აგრძელებს. 2018 წლის განმავლობაში ჯამში 200 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა და ამით კომპანიის რეკორდიც მოხსნა.
Huawei - ს CEO Guo Ping განცხადებით კომპანიის ამ წელს მოპოვებული შემოსავლის ოდენობა 100 მილიარდ დოლარს აღემატება და აღნიშნა , რომ ეს პირველი შემთხვევა იყო.
ერთი მხრივ 5G - ზე ჩადებულ ინვესტიციას აგრძელებს, მიზანში ასახული აქვს ამ ტექნოლოგიებით უფრო გააფართოვოს მისი მოგება.
Huawei უკვე მეორე ადგილზეა!
ბოლო პერიოდში Samsung და Apple - ის კონკურენტობაში მყოფი Huawei, 2018 წლის ნახევარში Apple - ს დაუწინაურდა და 2018 - ი მეორე ადგილას დაასრულა.
თუ Nikkea Asian Review- ს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ჩინეთის კომპანიამ 2017 წელს 153 მილიონ სმარტფონის გაყიდვით სიაში მესამე ადგილი ჰქონდა მოპოვებული. ხოლო 2018 - ში P20 და Mate 20 მოდელის გამოსვლით დიდი გადახტომა გააკეთა და გაყიდვის რაოდენობა 30 პროცენტით გაზარდა. 200 მილიონი გაყიდვით ჩინურმა კომპანიამ პირველად წელი მეორე ადგილას დაასრულა.